Thumbnail

ჩემი ამბიცია რეალში თამაშია | გენტის ტელევიზიის სიუჟეტი გიორგი ჩაკვეტაძეზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 18 წლის ფეხბურთელი ბელგიურ ყოფაზე, ნაკრებში პირველ გოლსა და მომავალზე საუბრობს. 
  • რატომ არ შედგა ჩაკვეტაძის ტრანსფერი მიუნხენის ბაიერნში.

საქართველოს ნაკრებისა და გენტის ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიური კლუბის ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა. 18 წლის ფეხბურთელი ბელგიურ ყოფაზე, კლუბში მეგობარზე, საყვარელ კერძსა და ეროვნულ გუნდში გატანილ სადებიუტო გოლზე საუბრობს.

"რა თქმა უნდა, პირველად რომ ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, რთულია, მაგრამ უნდა შეეგუო. ეს ფეხბურთია და ეს ნორმალურია - უნდა ეცადო, რომ მაქსიმუმი გააკეთო და შენი ქვეყანა წარმოაჩინო", - ამბობს გიორგი, რომლის თქმით, გენტში თავს ისე გრძნობს, როგორც შინ, ყველაზე მეტად კი უკრაინელ თავდამსხმელ რომან იარემჩუკთან მეგობრობს.

ხაჭაპური, ხინკალი - გიორგი თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

"აქ ყოველთვის არც ჩემი ოჯახის წევრები არიან და არც იმდენი მეგობარი მყავს, რამდენიც საქართველოში. ამჟამად ჩემი ძმაა აქ, ცოტა ხნის წინ კი დედაჩემი იყო. ვიზის პრობლემაა ხოლმე და სამ თვეში ერთხელ აქვთ აქ ჩამოსვლის უფლება. რა თქმა უნდა, როცა აქ არიან, თამაშს ესწრებიან, ისე კი, საქართველოდან უყურებენ მატჩებს.

აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. კლუბში თითოეული ადამიანი მეხმარება, გვერდში მიდგას სამწვრთნელო შტაბი. გუნდში ჩემი საუკეთესო მეგობარი კი რომან იარემჩუკია - მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ, ერთად ვთამაშობთ ხოლმე ბილიარდს…"

► ჩაკისა და ჩუკის ამბავი - TRANSFERMARKT-ზე გიორგი ჩაკვეტაძე უკვე 3 მილიონი € ღირს

► ის ჩვენი მომავალი ათიანია | გენტი გიორგი ჩაკვეტაძეს 15 მილიონ ევროდაც არ გაყიდის

გიორგიმ ბელგიელებს ხინკალი გააცნო და თან აღიარა, რომ ამ ქვეყანაში პოპულარული ხდება.

"ხინკალი ჩემი საყვარელი კერძია. ესაა ცომში გახვეული ხორცი, რომელიც იხარშება. ვატყობ უკვე, რომ უცხო ქვეყანაში პოპულარული გავხდი".

გიორგის საუკეთესო მეგობარი გენტში უკრაინელი რომან იარემჩუკია

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბელგიაში გადაბარგებამდე თბილისის დინამოს ღირსებას იცავდა, მიუნხენის ბაიერნში არშემადგარ ტრანსფერზეც ილაპარაკა. ცნობილია, რომ გერმანული გრანდი ქართველი ფეხბურთელით ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ დაინტერესდა.

"გენტში ჩემი ტრანსფერი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატამდე გადაწყდა - ბელგიაში ვიყავი ჩამოსული და კლუბთან ხელშეკრულება მანამდე გავაფორმე. ბაიერნის ვარიანტზე საუბარი უკვე გამორიცხული იყო".

► BREAKING: გიორგი ჩაკვეტაძეში ტოტენჰემი და ბორნმუთი 6 მილიონ ევროს იხდიან?!

გიორგიმ ნაკრებში სადებიუტო გოლსა და ოცნების კლუბზეც ილაპარაკა:

"ეს ჩემი პირველი გოლი იყო ნაკრებში და ძალიან გახარებული ვარ. ჩემი კარგი თამაშით ალბათ მთელი საქართველოც გახარებულია.

რეკორდი და ოქროს დებიუტი | საქართველომ ლიტვასთან ფეხბურთი ითამაშა

► ჩაკვეტაძე დიდი ტალანტი და ქართული ფეხბურთის მომავალია | FOOTBALL TALENT SCOUT

ჩემ კარიერას რაც შეეხება, ჯერჯერობით გენტში ვაპირებ დარჩენას, ჩემი ამბიცია კი მადრიდის რეალში თამაშია".

თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი გენტში გასულ ზაფხულს გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიურმა კლუბმა დინამოს 800 ათასი ევრო გადაუხადა.

ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში გიორგიმ 11 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები