Thumbnail
  • ერთა ლიგის B, C და D დივიზიონებში 8 შეხვედრა გაიმართა
  • ესპანეთმა გერმანია ბოლო წამებზე დასაჯა, უკრაინა ლიდერია

ერთა ლიგის B, C და D დივიზიონებში 8 შეხვედრა გაიმართა. მხოლოდ ორი მატჩი გამოდგა უხვგოლიანი - მოსკოვსა და ტორსჰავნში ერთად 9 გოლი გავიდა, მაშინ, როცა დანარჩენ ექვს დაპირისპირებაში 6 გოლი ვიხილეთ. 

📺 დომინიკ სობოსლაის გოლი 

უნგრეთმა სტუმრად თურქეთს 19 წლის დომინიკ სობოლსაის გოლით მოუგო, რომელიც ზალცბურგში თამაშობს. ამავე ჯგუფში რუსეთის ნაკრებმა სერბეთი 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია ვიაჩესლავ კარავაევის ბრწყინვალე გოლი მეორე ტაიმში. ქართული წარმოშობის გიორგი ჯიქიამ შეუცვლელად ითამაშა.

B დივიზიონის მე-4 ჯგუფში ირლანდიელებმა ბოლო წამებზე გადაარჩინეს მატჩი - შეინ დაფიმ ბულგარელთა კარში ბურთი თავით გაიტანა. ამავე ჯგუფში უელსს სტუმრად ფინეთთან მურმა მოაგებინა. გარეთ ბეილი გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ ის მწვრთნელმა შესვენებაზე შეცვალა. "გარეთს ფეხბურთი დიდი ხანია არ უთამაშია და მისთვის ასე აჯობებს", - აღნიშნა რაიან გიგზმა თამაშის შემდეგ. 

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქემ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში (თუ ორივე ნაკრები ნახევარფინალს მოიგებს) კოსოვომ ვერ მოუგო სტუმრად მოლდოვის ნაკრებს - 1:1. ამით მოლდოვამ 7-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. 

B დივიზიონი

ბულგარეთი 1:1 ირლანდია

გოლები: 1:0 კრაევი 56', 1:1 შ. დაფი 90+3'

ფინეთი 0:1 უელსი 

გოლი: 0:1 მური 80'

რუსეთი 3:1 სერბეთი

გოლები: 1:0 ძიუბა 48' (პენალტი), 2:0 კარავაევი 69', 2:1 მიტროვიჩი 78', 3:1 ძიუბა 81'

თურქეთი 0:1 უნგრეთი

გოლი: 0:1 სობოსლაი 80' 

C დივიზიონი

მოლდოვა 1:1 კოსოვო

გოლები: 1:0 ნიკოლაესკუ 20', 1:1 კოლოლი 71'

სლოვენია 0:0 საბერძნეთი

D დივიზიონი

ლატვია 0:0 ანდორა 

ფარერები 3:2 მალტა

გოლები: 1:0 კ. ოლსენი 25;, 1:1 დეგაბრიელე 37', 1:2 აგიუსი 73', 2:2 ა. ოლსენი 87'. 3:2 ბ. ოლსენი 90'

კომენტარები

ბოლო ამბები