Thumbnail

ცნობილი ესპანური რადიოს,  Cadena SER-ის გადაცემა El Larguero ამტკიცებს, რომ ლიონელ მესისთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსიც ჩაერთო. 

El Larguero-ს დირექტორმა მანუ კარენიომ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, პირველ პრეტენდენტად მაინც მანჩესტერ სიტი რჩება, მაგრამ იუვენტუსი სერიოზულად განიხილავს მესის დამატების სავარაუდო გზებს. იმისთვის, რომ იუვეში ერთად ორმა სუპერვარსკვლავმა ითამაშოს, იტალიური კლუბი მზად არის ბარსელონას იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელი დაუთმოს. 

წაიკითხე | რონალდო თუ მესი - აი, რას ფიქრობენ ფეხბურთელები და მწვრთნელები

როგორც წყარო იტყობინება, კლუბმა კონსულტაცია ჯერ კრიშტიანო რონალდოსთან გაიარა და მისი თანხმობაც მიიღო. როგორც ჩანს, რონალდო ამ დუეტის შექმნის წინააღმდეგი სულაც არ არის, რადგან ის დიდი ხანია დაინტერესებულია, რომ არგენტინელთან ერთად ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის ხშირად უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ, როცა კრიშტიანო მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა. ამ ორ ფეხბურთელს ჯამში 11-ჯერ აქვს მოგებული "ოქროს ბურთი" - 5-ჯერ რონალდოს, 6-ჯერ - მესის

კომენტარები

ბოლო ამბები