Thumbnail

‘ისევ ორთავიან მონსტრს ვეთამაშებით’ - ლებრონმა ჰარდენი და ვესტბრუკი შეაფასა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს მეოთხედფინალში ლეიკერსი როკეტსს ეთამაშება
  • ლებრონ ჯეიმსმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა

ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსი ჰიუსტონ როკერსის ლიდერებზე, რასელ ვესტბრუკსა და ჯეიმს ჰარდენზე ისაუბრა. NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ლეიკერსი სწორედ როკეტსს უნდა დაუპირისპირდეს.

“ჩვენ უკვე გვქონდა საქმე ორთავიან მონსტრთან, როცა სი ჯეი მაკოლუმისა და დემიენ ლილარდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ახლა ისევ ორთავიან მონსტრს უნდა ვებრძოლოთ, - განუცხადა ლებრონმა Fadeaway World-ს, - ვესტბრუკის სისწრაფე და ათლეტიზმი ელიტალურ დონეზეა. შესაძლოა საუკეთესო დონეზეც იყოს ლიგაში. ის დაცვას უმძიმესი წნეხის ქვეშ აქცევს.”

'ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ამ ორ ბიჭზეა დამოკიდებული'

ლებრონმა ჯეიმს ჰარდენიც საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: “ჰიუსტონს კიდევ ჯეიმსიც ჰყავს, რომელიც ძალიან სახიფათოა სამქულიანების შესრულებისას და შესანიშნავ პასებს აკეთებს. მას შეუძლია, გამოვიდეს პარკეტზე და ერთ მშვენიერ დღეს 60 ქულა დააგროვოს. ჩვენ მის ხელებს დიდი ყურადღება უნდა უნდა მივაქციოთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჰარდენს ეთამაშები. ყველამ იცის, როგორ შეუძლია ჯარიმების მოპოვება. მოკლედ, როკეტსს ძალიან კარგი, დაბალანსებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ამ ორ ბიჭზეა დამოკიდებული.”

ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და ჰიუსტონ როკეტსის პირველი მატჩი 5 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები