Thumbnail

მებრძოლთა კუნძულზე, დაუმარცხებელთან - გიგა ჭიკაძის მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 10 ოქტომბერს გიგა ჭიკაძე ვენესუელელ ომარ მორალესს შეხვდება
  • დაპირისპირება UFC-ის ეგიდით, 'მებრძოლთა კუნძულზე' გაიმართება

ცნობილი გახდა UFC-ის ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის მომავალი ბრძოლის თარიღი და მეტოქის ვინაობა - 10 ოქტომბერს გიგა ვენესუელელ ომარ მორალესს დაუპირისპირდება. 

ჭიკაძის მომდევნო მეტოქე დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელსაც პროფესიულ კარიერაში 10-0 შედეგი აქვს, UFC-ში - 2-0. ქართველი ამ შეხვედრას 5-ბრძოლიანი მოგებათა სერიით ხვდება (10-2 პროფესიულ კარიერაში). 

ბოლოს ჭიკაძემ ირვინ რივერა დაამარცხა

გიგა ჭიკაძეს ლას ვეგასში UFC-ის ორთაბრძოლა უნდა გაემართა ალექს კასერესთან, მაგრამ ქართველს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ეს ჩხუბი გაუქმდა. ახლა თავად ჭიკაძეს ედსონ ბარბოზასთან (14-9 UFC) ბრძოლა სურდა, თუმცა ბარბოზა 10 ოქტომბერს სხვა ოპონენტს, სოდიქ იუსუფს შეხვდება. 

10 ოქტომბერს UFC-ის შოუ "მებრძოლთა კუნძულზე", აბუ დაბიში გაიმართება. რომელი ტელევიზია აჩვენებს ამ ორთაბრძოლას, ჯერ არ გარკვეულა. სავარაუდოდ, ეს ESPN+ იქნება.  

კომენტარები

ბოლო ამბები