Thumbnail

მაგარი ამბავი: სტივ ნეში NBA-ს გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 46 წლის სტივ ნეში NBA-ში მთავარ მწვრთნელად იმუშავებს
  • კანადელმა ბრუკლინ ნეტსი ჩაიბარა

კალათბურთის ლეგენდა სტივ ნეში ბრუკლინ ნეტსის მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაცია ამერიკულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა და ნეში ნეტსის ისტორიაში რიგით 23-ე მწვრთნელი იქნება. აღსანიშნავია, რომ მას აქამდე მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.

"ვიცოდით, რომ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა. სტივში ვხედავთ ლიდერსა და მენტორს, რომელიც ჩვენი კალათბურთელების პატივისცემას დაიმსახურებს. მაქვს პრივილეგია, რომ სტივს მრავალი წლის განმავლობაში ვიცნობდე და მივესალემბით მას ჩვენს გუნდში", - თქვა ბრუკლინის გენერალურმა მენეჯერმა შონ მარკსმა.

სტივ ნეში ბოლო 5 წლის განმავლობაში გოლდენ სტეიტის მოთამაშეთა განვითარების კონსულტანტი იყო. ამავდროულად, კანადელი ესპანური საფეხბურთო კლუბის, მალიორკას აქციონერია.

ბრუკლინ ნეტსმა 2019/20 წლების სეზონში პლეი-ოფში გასვლა შეძლო, მაგრამ პირველივე სტადიაზე ტორონტოსთან უშანსოდ 0:4 წააგო. ბრუკლინს აქამდე ჟაკ ვონი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამიერიდან ნეშის ასისიტენტი იქნება. სტივ ნეშს NBA-ში ფინიქს სანსის, დალას მავერიქსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის რიგებში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები