Thumbnail

ერთა ლიგის სტარტი რონალდოს გარეშე? რა სჭირს კრიშტიანოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდოს მცირე ტრავმა აქვს
  • ფეხბურთელი მკურნალობას გადის და სამედიცინო შტაბი დააკვირდება

იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ერთა ლიგის სასტარტო მატჩი, რომელსაც პორტუგალიის ნაკრები ხორვატიასთან გამართავს, გამოტოვოს.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარჯვენა ფეხის თითზე ინფექცია აქვს და ანტიბიოტიკურ მკურნალობას გადის. ამრიგად, არაა გამორიცხული, რომ რონალდო პორტუგალიის ნაკრებს წლის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს. დაზიანების სიმძიმე ამ ეტაპზე უცნობია, სამედიცინო შტაბი დაკვირვებას ყოველდღიურად მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩს 5 სექტემბერს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან პორტუში გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები