Thumbnail
  • გარეთ ბეილი რეალში იშვიათად თამაშობს
  • უელსელმა მადრიდული გრანდი ისევ გააკრიტიკა 

გარეთ ბეილის რეალიდან წასვლის საკითხი დაუსრულებელი ამბავია. ბოლო რამდენიმე წელიწადია, ყოველი სატრანსფერო ფანჯრისას გვესმის, რომ უელსელი "სამეფო კლუბს" დატოვებს და კარიერას სხვაგან გააგრძელებს, თუმცა იგი კვლავ მადრიდულ კლუბში ირიცხება.

31 წლის ბეილი ყველაზე ახლოს კლუბის დატოვებასთან 2019 წლის ზაფხულში იყო. მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი ჩაიშალა და იგი ისევ ესპანეთში დარჩა, სადაც რეალის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან ურთიერთობა ისევ ვერ დაალაგა.

ისევე, როგორც წინა სეზონებში, 2019/20 წლების სეზონშიც ბეილი ხშირად არ თამაშობდა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ხშირად უწევდა. ამ სატრანსფერო პერიოდშიც ვარაუდობენ, რომ შემტევი კლუბს გამოიცვლის. თავისი მომავლის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

"ვნახავთ, რა მოხდება. ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი დრო გვაქვს. გასულ წელს წასვლას ვცდილობდი, თუმცა რეალმა ბოლო წუთს ყველა შემოთავაზება დაბლოკა. ფეხბურთის თამაში მსურს, ახლაც მოტივირებული ვარ, რომ ვითამაშო. დანარჩენი კლუბზეა დამოკიდებული, ისინი ყველაფერს აკონტროლებენ, ყველაფერი მათ ხელშია. სიმართლე გითხრათ, ისინი სიტუაციას ძალიან ართულებენ", - განაცხადა ბეილმა. 

გარეთ ბეილს მადრიდი რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფულამდე აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი კლუბში ხელშეკრულების მიხედვით 2 წელი კიდევ უნდა დარჩეს დიდია იმის შანსი, რომ უელსელმა კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები