Thumbnail
  • სანვულვზი 29:50 ვორათასი.
  • ბრეგვაძეზე ცვლილებაზე შემოვიდა, ხატიაშვილი სათადარიგო სკამზე დარჩა.
  • სანვულვზმა ისევ წააგო - იაპონური კლუბის მე-6 მარცხი.

სუპერ რაგბის მორიგი ტურის შეხვედრაში, ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის სანვულვზი ვორათასს დაუპირისპირდა. ქართველი მორაგბეები განაცხადში იყვნენ. გულშემატკივარი ნიკოლოზ ხატიაშვილის დებიუტს ელოდებოდა, მაგრამ დებიუტი მომდევნო მატჩისთვის გადაიდო.

ჯაბა ბრეგვაძეს 17 წუთი მიეცა სათამაშოდ. ქართველი მორაგბე მინდორზე 63-ე წუთზე, შოთა ჰორის ნაცვლად გამოჩნდა. სანვულვზი ისევ დამარცხდა, იაპონელებმა 50:29 წააგეს და სუპერ რაგბის ცხრილში მე-15 ადგილს იკავებენ. იაპონურ კლუბს ექვს ტურში 2 ქულა აქვს.

მატჩის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები