Thumbnail
  • იოახიმ ლიოვმა ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა
  • გერმანელმა სეციალისტმა კომენტარი ტონი კროოსზეც გააკეთა

დღეს, თბილისის დროით 22:45 გერმანიის ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა ერთა ლიგის ეგიდით იმართება და გუნდები შეეცდებიან, პირველივე შეხვედრაში წარმატებას მიაღწიონ.

"ბუნდესგუნდის" მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ესპანეთის ნაკრების შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის აზრით, “ფურია როხამ” ის სათამაშო სტილი შეიცვალა, რომლითაც სხვა გუნდებზე დომინირებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრები მაინც კარგი გუნდია.

"ისინი შეიცვალნენ, მაგრამ კარგი გუნდი ჰყავთ. ისინი აღარ თამაშობენ ტიკი-ტაკას, რომლის დახმარებითაც მეტოქეზე 2008-2012 წლებში დომინირებდნენ. ახლა ისინი საშიშები გარემარბებითა და შორეული დარტყმებით არიან, რაც აქამდე არ ჰქონდათ", - განაცხადა ლიოვმა.

გარდა ესპანეთის ნაკრებისა, იოახიმმა ასევე ისაუბრა მისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე და საკვანძო მოთამაშე ტონი კროოსზე, რომელიც 2014 წლიდან ესპანეთში თამაშობს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ტონი მსოფლო დონის მოთამაშეა.

"ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. მისი სათამაშო ინტელექტი ძალიან მაღალია. მან ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და თამაშს შესაფერისად კითხულობს. ის ჩვენი ღერძი და თამაშის საყრდენია", - განაცხადა 60 წლის სპეციალისტმა.

გერმანიის ეროვნული ნაკრები ესპანეთთან შეხვედრის გარდა ერთა ლიგაზე სექტემბერში კიდევ ერთ მატჩს გამართავს. იოახიმ ლიოვის გუნდი 6 სექტემბერს შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.     

კომენტარები

ბოლო ამბები