Thumbnail

მატჩის ასეთ დასასრულს ყოველდღე ვერ ნახავ!

მილუოკი ბაქსმა NBA-ს მეოთხედფინალში (აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალი) მაიამი ჰიტთან მეორე თამაშიც წააგო - 114:116. ბოლო წამებზე ყველაფერი ოვერტაიმზე მიუთითებდა, მაგრამ მერე იყო ჯიმი ბატლერის ჯარიმები და ჰიტი ბაქსს სერიაში უკვე 2:0-ს უგებს.

დასასრული ამაზე კურიოზული ალბათ ვერ იქნებოდა. სირენამდე 15 წამით ადრე მაიამი 5 ქულით იგებდა და წესით, საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მაგრამ ჯიმი ბატლერმა იანის ანტეტოკუნმპოს ლეიაპის შემდეგ ბურთი გადააგდო, ბრუკ ლოპესმა კი 111:113 გახადა ანგარიში. ამას მოჰყვა მიდლტონის სამი ჯარიმა (სამიანზე დაჯარიმდნენ) და ანგარიში უცებ 114:114 გახდა. მაგრამ ოვერტაიმი მაინც არ გახდა საჭირო: ჯამპერის დროს იანისმა ბატლერთან წესები დაარღვია, ამ უკანასკნელმა კი უპრობლემოდ ჩააგდო.

ბაქსი მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ 2 წუთის და 21 წამის მანძილზე იგებდა. ყველაზე მეტი ქულა იანისმა დააგროვა - 29 და 14 მოხსნაც ჰქონდა. რომ არა გადამწყვეტი ფოლი ბოლო წამზე, ვიტყოდით, რომ მან მატჩის ბოლო ფაზა ძალიან კარგად ჩაატარა. მიდლტონმა 23 ქულა ჩააგდო, ლოპესის და ბლედსოს ანგარიშზე კი 16-16 ქულა იყო.

მაიამიმ გუნდური კალათბურთი და აგრესიული დაცვა ითამაშა. ტოპსქორერი დრაგიჩი გახლდათ, რომელმაც პირველ ტაიმში 17 ქულა ჩააგდო, მეორეში კი - მხოლოდ 6. ბატლერი 13 ქულაზე დარჩა. ჰიტმა 17 სამქულიანი ჩააგდო (37,8 პროცენტი) - მათ შორის 4 დრაგიჩის და ჯეი კრაუდერის (16 ქულა), 3-3 კი ტაილერ ჰიროუს (17 სკამიდან) და დანკან რობინსონის (13) ანგარიშზეა. მაიამის საპლეიოფო ისოტირიაში პირველად მოხდა ისე, რომ ჰიტის 7-მა კალათბურთელმა გადააჭარბა 10 ქულას.

კომენტარები

ბოლო ამბები