Thumbnail

დღეს 35 წლის დავით კაჭარავამ სარაგბო კარიერის დასრულება გამოაცხადა. მსოფლიო თასის 4-გზის მონაწილეს, სანაკრებო კეპებით "ბორჯღალოსანთა" რეკორდსმენ კაჭარავას მდიდარი სპორტული კარიერა ჰქონდა.  

რამდენიმე დღის წინათ, Rugbypass-მა მსოფლიო რაგბიში სანაკრებო კეპების რეკორდსმენებს სპეციალური სტატია მიუღძვნა. აღმოჩნდა, რომ ინგლისელებს მხოლოდ ერთი ცენტურიონი ჰყავთ, მაშინ, როცა "ბორჯღალოსნები" სამით ამაყობენ...

მაშ ასე, მსოფლიო რაგბის TOP 50 ცენტურიონში ორი "ბორჯღალოსანია" - დავით კაჭარავას 122 სანაკრებო კეპი აქვს მოპოვებული, ხოლო მერაბ კვირიკაშვილს - 115. გიორგი ჩხაიძე 100 კეპით ამ სიაში ვერ ხვდება. თუ 'მეკოს' ეროვნულ გუნდში 2018 წლის მერე არ უთამაშია, 'კაჭი' აქამდე გუნდის წევრი იყო და რაგბი ევროპის ტურნირზე შესანიშნავი ლელოებიც გაიტანა.

ESPN scrum-ის მიხედვით, კაჭარავამ 122-დან 104 თამაში სასტარტოში დაიწყო. მან 25 ლელო გაიტანა და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. 79 შემთხვევაში 'კაჭიმ' თამაში გამარჯვებულმა დატოვა.

კვირიკაშვილმა 115-დან 94 თამაში სასტარტოში დაიწყო, 17 ლელო გაიტანა და 840 ქულა (!) დააგროვა. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისელებს მხოლოდ ერთი ცენტურიონი ჰყავთ - ჯეისონ ლეონარდი. უილკინსონსიც კი ვერ გახდა ცენტურიონი - 97 ტესტი (91 ინგლისის ნაკრები, 6 "ლომები"). 

TOP 5 კეპი

1. რიჩი მაკქოუ (ახ. ზელანდია) - 148
2. ალუნ ვინ ჯოუნსი (უელსი) - 147
3. სერჯო პარისე (იტალია) - 142
4. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია) - 141
5. ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია) - 139

TOP 5 ქულა

1. დენ კარტერი (ახ. ზელანდია) - 1 598
2. ჯონი უილკინსონი (ინგლისი) - 1 246
3. ნილ ჯენკინსი (უელსი) - 1 090
4. რონან ო'გარა (ირლანდია) - 1 083
5. დიეგო დომინგესი (არგენტინა) - 1 010

TOP 5 ლელო 

1. დაისუკე ოჰატა (იაპონია) - 69
2. ბრაიან ჰაბანა (სამ. აფრიკა) - 67
3. დევიდ კემპიზი (ავსტრალია) - 64
4. შეინ უილიამსი (უელსი) - 60
5. ჰიროტოკი ონოზავა (იაპონია) - 55

საინტერესო ფაქტები

🏉 122 სანაკრებო კეპით დავით კაჭარავა TOP 50-ში მე-15 პოზიციაზეა, კვირიკაშვილი 115 კეპით 26-ეა. 

🏉 840 სანაკრებო ქულით კვირიკაშვილი მე-13 პოზიციაზეა, კაჭარავა 125 ქულით TOP 50-ის მიღმაა. 

🏉 კეპებით რეკორდსმენია რიჩი მაკქოუ, ახალი ზელანდიის ლეგენდარულ მორაგბეს 148 კეპი აქვს, თუმცა უელსელი ალუნ ვინ ჯოუნსი (147) მალე დაეწევა. ოღონდ, აქ "ლომების" კეპებიც მითვლილია.  

🏉 ქულებით რეკორდსმენია დენ კარტერი, ზელანდიელთა კიდევ ერთ ლეგენდას 1 598 ქულა აქვს. 

🏉 ლელოების რიცხვით იაპონელი დაისუკე ოჰატა პირველია, 69 ლელო, არადა, ის ცენტურიონიც არ არის (58 კეპი). 

 🏉 ყველაზე მეტი სანაკრებო თამაში მოგებული აქვს რიჩი მაკქოუს - 131.

🏉 მამუკა გორგოძეს (27 ლელო) 2 ლელო დააკლდა, თორემ საუკეთესო მელელოვეთა 50-ეულში მოხვდებოდა. 

🏉 ახალზელანდიელებსა და ავსტრალიელებს ყველაზე მეტი, 8-8 ცენტურიონი ჰყავთ, იტალიელებს - 7. 

კომენტარები

ბოლო ამბები