Thumbnail

7-კაცამ ჰონგკონგის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო - შანსი ისევ არის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დაბრუნება 5-წლიანი პაუზის შემდეგ.
  • 7-კაცა ჰონგკონგის შესარჩევ ეტაპზე პირველ ორ შეხვედრაში დამარცხდა.

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ჰონკონგის შესარჩევ ეტაპს 5-წლიანი შესვენების (2013 წლიდან) შემდეგ დაუბრუნდა. სამწუხაროდ, პირველ დღეს ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით - 26:10 დავთმეთ. საქართველოს პირველი მეტოქე იაპონია იყო, რომელთანაც ორივე ლელო ნიკო აფციაურმა დადო. აღსანიშნავია, აფციაურის მეორე ლელო. ნიკომ 80 მეტრი ირბინა და ისე დაალელოვა იაპონელები.

მომდევნო შეხვედრაში საქართველო უგანდასთან დამარცხდა. უგანდელებთან თავი ილია სპანდერაშვილმა და გიორგი კვესელაძემ გამოიჩინეს. საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც აქვს. საჭიროა, ჩილესთან მოგება ნებისმიერი სხვაობით, ხოლო იაპონიამ უნდა მოუგოს უგანდას ან ფრე ითამაშოს და G ჯგუფში კუკის კუნძულებმა აჯობოს იამაიკას, ამ შემთხვევაში საქართველო მეოთხედფინალში მერვე ნომრად ვითამაშებთ.

არსებობს მეორე ვარიანტიც: საქართველომ ჩილეს 19-ქულით უნდა მოუგოს, უგანდამ იაპონია უნდა დაამარცხოს 7-ქულით. ამ შემთხვევაში, მერვედფინალში მინიმუმ მეექვსე ნომრად ვითამაშებთ.

საქართველო ჩილეს 05:44-ზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ოთხივე ლელო პირველ სათამაშო დღეს

კომენტარები

ბოლო ამბები