Thumbnail

კლერფონტეინში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები შეიკრიბა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩისთვის მოსამზადებლად. შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩს საფრანგეთის გუნდთან 4 სექტემბერს, გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე" გამართავს.

მანამდე საფრანგეთის U21-ის თავკაცმა სილვენ რიპოლმა საქართველოსა და აზერბაიჯანში სათამაშოდ 23 კაცს უხმო ნაკრებში.

მაქსენს კაკრემ ახლახან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა

მეკარეები: დიმიტრი ბერტო (მონპელიე), ალბან ლაფონტი (ნანტი), ილან მესლიერი (ლიდსი)

მცველები: ბენუა ბადიაშილი (მონაკო), მელვინ ბარდი (ლიონი), კოლინ დაგბა (პსჟ), ბაფოდე დიაკიტე (ტულუზი), ბუბაქარ კამარა (მარსელი), ჟულ კუნდე (სევილია), კრის-ემანუელ მაუასა (რენი), ობიტ ევან ნდიკა (აინტრახტი) 

ნახევარმცველები: მაქსენს კაკრე (ლიონი), იბრაჰიმა დიალო (ბრესტი), მატეო გენდუზი (არსენალი), იმრან ლოუზა (ნანტი), არნო ნორდენი (სენტ ეტიენი), ჯეფ რაინ-ადელაიდი (ლიონი), ბუბაქარი სუმარე (ლილი)

თავდამსხმელები: მუსა დიაბი (ლევერკუზენი), ერიკ ებიმბე (დიჟონი), ამინ კური (ნიცა), ბრაიან მბეუმო (ბრენტფორდი), ოდსონ ედუარდი (სელტიკი). 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებები მე-2 ჯგუფში თამაშობენ. საფრანგეთის ნაკრები 4 თამაშიდან 9 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო საქართველო - 5 თამაშიდან 6 ქულით - მესამეზე. 6-გუნდიანი ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ ევრო 2021-ზე გადის. ასევე ფინალურ ტურნირზე ითააშებს 9 ჯგუფიდან 5 საუკეთესო მეორეადგილოსანი. 

4 სექტემბერს მაისურაძის გუნდი გორში მიღებს რიპოლის გუნდს, ხოლო 8 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლიხტენშტაინს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები