Thumbnail

'კარგად ესმის და იცის, სად მოხვდა' - ცსკა-ს მწვრთნელმა შენგელიაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, რუსეთში ჩავიდა და გუნდთან ერთად მუშაობა დაიწყო. ბერძენმა სპეციალისტმა სხვა საკითხებთან ერთად ახალწვეულების, თორნიკე შენგელიასა და ნიკოლა მილუტინოვის შესახებ ისაუბრა.

იტუდისის განცხადებით, ორივე ძალიან მოტივირებულია, საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგებიან და რაც მთავარია, შენგელიასა და მილუტინოვს გაცნობიერებული აქვთ, სად მოხვდნენ და რა გუნდია ცსკა...

დიმიტრის იტუდისი (ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვარ, რომ მოსკოვში დავბრუნდი. კარგად ვარ, კორონავირუსი დასრულებულია. მადლობა ცსკა-ს ყველა გულშემატკივარს, რომლებმაც ძალიან ბევრი მესიჯი გამომიგზავნეს. ამ დღეებში კონტაქტი მქონდა კალათბურთელებთან და ჩემს ასისტენტებთან. ვუყურე ყველა ვარჯიშს და თამაშს, შესაბამისად გუნდში არსებულ სიტუაციას ვიცნობ.

თორნიკე შენგელია და ნიკოლა მილუტინოვი ახალწვეულები არიან, მაგრამ სწრაფად ახერხებენ გუნდთან ადაპტაციას და ორივე მათგანისგან მაქსიმუმს ველოდებით. ორივე ძალიან მოტივირებულია და საქმეს დიდი უნთუზიაზმით უდგებიან. ამავდროულად, მათ ესმით, თუ სად მოხვდნენ და რა არის ცსკა. ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები არიან".

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ორი არაოფიციალური მატჩი ჩაატარა

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ივლისის თვეში მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის ქართველმა ახალ გუნდში ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა, რუნას წინააღმდეგ 14 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი, ხოლო მბა-სთან 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები