Thumbnail

ტრანსფერები | ივან რაკიტიჩმა ბარსელონა დატოვა - უკან, ანდალუსიაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 32 წლის ხორვატი ნახევარმცველი სევილიას ფეხბურთელია
  • რაკიტჩი ანდალუსიურ კლუბში 2011-14 წლებში თამაშობდა

ბარსელონას ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი ექვსი წლის შემდეგ სევილიაში დაბრუნდა და კარიერას ანდალუსიურ გუნდში გააგრძელებს. 32 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა "დალაქებთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ბარსელონას ვებგვერდის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ, ბონუსების ჩათვლით, 10.5 მილიონი ევრო შეადგინა (1.5 მილიონი ტრანსფერის ფასი, 9 მილიონი ბონუსი).

რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობდა (310 თამაში, 36 გოლი) და 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ - ჩემპიონთა ლიგას, ევროპის სუპერთასსა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

რაც შეეხება სევილიას, ხორვატი ნახევარმცველი "სანჩეს პისხუანზე" 2011-14 წლებში თამაშობდა. ანდალუსიელთა რიგებში მან 149 შეხვედრაში 32 გოლი და 41 საგოლე გადაცემა მიითვალა, 2014 წელს კი ევროპალიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები