Thumbnail

ძიუდო ბრუნდება - წელს ორი ტურნირი მაინც ჩატარდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოს მსოფლიო ტურის ეგიდით წელს ორი ტურნირი ჩატარდება
  • ერთ ტურნირის ბუდაპეშტი უმასპინძლებს, ხოლო მეორეს - ტოკიო

კორონავირუსის პანდემიის გამო, უამრავი სპორტული ღონისძიება გადაიდო და გაუქმდა. სპორტული სამყარო ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და როგორც ირკვევა, ძიუდოს მსოფლიო ტური ოქტომბრიდან დაგვიბრუნდება.

ბუდაპეშტის გრანდ სლემი ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ხოლო წლის ბოლო ტურნირს იაპონია უმასპინძლებს. ტრადიციულად, ტოკიოს გრანდ სლემი დეკემბერში ჩატარდება. რაც შეეხება მასტერსს, რომელიც წლის შემაჯამებელი ტურნირია, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, 2021 წლის დასაწყისში გაიმართება.

ძიუდოისტებისთვის სამივე ტურნირს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგანაც მათ 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საჭირო ქულების დაგროვება შეეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები