Thumbnail
  • ბარსელონას ახალ თავკაცს რონალდ კუმანს ჩილელი არ სჭირდება
  • 33 წლის ნახევარმცველი კატალონიურ კლუბს უფასოდ დატოვებს
  • ნერაძური ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს  

ბარსელონას ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომლის ადგილს გუნდში ვერ ხედავს მისი ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, მილანის ინტერში გადასვლას უფასოდ შეძლებს.

33 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტა მხოლოდ დროის ამბავია. 

ჩილელი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს ვადამდე გაწყვიტავს

იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკეები დასკვნით ეტაპზეა და ნერაძური ჩილელ ფეხბურთელს კონტრაქტს 2022 წლამდე გაუფორმებს, მისი ერთი წლით გახანაგრძლივების პერსპექტივით. მასში ხელფასად წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული. 

ჩილელი ფეხბურთელის მილანურ კლუბში მიწვევით ანტონიო კონტეა დაინტერესებული. თავის დროზე არტუროს იტალიელ სპეციალისტთან ერთად ტურინის იუვენტუსში უმუშავია, რომლის ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა. ნახევარმცველმა “ბებერ ქალბატონთან” ერთად სერია A ოთხჯერ მოიგო.

ინტერის თავკაცი ჩილელის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს

არტურო ვიდალი ბარსელონაში მიუნხენის ბაიერნიდან 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი (2019 წელს) და ესპანეთის სუპერთასის (2018) მფლობელი გახდა. 2019/20 წლების სეზონში ჩილელმა ბარსას ღირსება ლა ლიგის 33 მატჩში დაიცვა და 8 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები