Thumbnail

დიდი დაბრუნება - ბიძინა სამხარაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა
  • 36 წლის ბიძინა სამხარაძე პატარძეულის ვეფხვებში ითამაშებს

სარაგბო კლუბი, პატარძეულის ვეფხვები მომდევნო სეზონს უმაღლეს ლიგაში ჩაატარებს. კლუბი დიდ 12-ში ითამაშებს. როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმაღლესი ლიგიდან კლუბები არ გავარდნილან, ხოლო პირველი ლიგის გუნდები არ დაჩაგრეს და ორი ლიდერი უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს, რის გამოც 12-გუნდიანი ჩემპიონატი მივიღეთ. ერთი წლის შემდეგ ჩემპიონატი ისევ 10-გუნდიანი გახდება.

პატარძეულის ვეფხვები შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. კახური კლუბის რიგებში ბიძინა სამხარაძე ითამაშებს, რომელიც წლების განმავლობაში ''ბორჯღალოსანთა'' ღირსებას იცავდა.

სამხარაძემ ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა და 6 ლელო დადო. გარდა ეროვნული ნაკრებისა, ბიძინა 7-კაცა ნაკრების შეუცვლელი წევრიც იყო. ქართველი მორაგბე ბოლო წლებში რუმინულ კლუბებში თამაშობდა. მან ბოლო სეზონი ტიმიშოარა სარასენსში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები