Thumbnail
  • ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა
  • 21-წლამდელთა გუნდის ერთადერთი ლეგიონერი რატი არდაზიშვილია

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ემზადება. ვასილ მაისურაძე ფეხბურთელებს უკვე ორი დღეა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ავარჯიშებს. ამ ეტაპზე 21 წლამდე ნაკრებში 23 ფეხბურთელია.

ლვოვის რუხის წევრი რატი არდაზიშვილი, რომელიც ერთადერთი ლეგიონერია, საწვრთნელ პროცესში პირველი სექტემბრიდან ჩაერთვება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ლუკა ლაკვეხელიანი. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც საფრანგეთთან 4 სექტემბერს გასამართ მატჩს გაფრთხილების გამო გამოტოვებს, შესაძლოა ნაკრებს, 8 სექტემბერს, ლიხტენშტაინთან შეუერთდეს.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე (თელავი, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ილია ბერიაშვილი (თელავი, თელავი), ლუკა ქაფიანიძე (ტორპედო,ქუთაისი), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი), რატი არდაზიშვილი (რუხი, ლვოვი), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი,თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე (დინამო, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო, თბილისი)

ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის სექტემბრის კალენდარი

4 სექტემბერი, 21:00
გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
საქართველო - საფრანგეთი

8 სექტემბერი, 19:00
ესხენი, სპორტპარკი
ლიხტენშტაინი - საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები