Thumbnail

შეთანხმება მიღწეულია - ანჩელოტი ხამეს როდრიგესს იმატებს, ამჯერად ევერტონში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რეალი, ბაიერნი, ახლა უკვე ევერტონი
  • ხამესმა ლა ლიგის გასულ სეზონში სულ 8 მატჩი ითამაშა

ევერტონში იმედი აქვთ, რომ კლუბი, მომდევნო 48 საათის მანძილზე კოლუმბიელი ვარსკვლავის - ხამეს როდრიგესის დამატებას შეძლებს. როგორც ცნობილია, რეალის მოთამაშეს, ბერნაბეუზე მისი ყოფილი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი ესაუბრა და მერსისაიდში გადასვლა შესთავაზა. 

29 წლის კოლუმბიელში რეალში 25 მილიონს ითხოვს, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი £140,000 ფუნტს შეადგენს. მადრიდელებმა როდრიგესი წინასაზეზონო შეკებაზე არ გამოიძახეს - ხამესს ჩამოყალიბება და მომავალის განსაზღვრა მოსთხოვეს.

ზინედინ ზიდანის გუნდში, ხამესმა ლა ლიგის გასულ სეზონში მატჩი სულ 5-ჯერ დაიწყო. თუ რეალი მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ანაზღაურება გაცილებით დაბალი იქნება იმაზე ვიდრე ახლა აქვს. კარლო ანჩელოტიმ პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა, იტალიელმა ნაპოლიდან ალანი დაიმატა.

ბრაზილიელში გადახდილი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, 2 მილიონიანი დანამატებით. ანჩელოტი ასევე დაქვეითებული უოტფორდის ნახევარმცველის - აბდულაი დუკურეს დამატებას ცდილობს, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშობს

კომენტარები

ბოლო ამბები