Thumbnail

კორონავირუსი ატალანტაში - 3 ფეხბურთელს დადებითი ტესტი აღმოაჩნდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური ატალანტას 3 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადება სერია A-ს კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა. ბერგამოელთა ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა COVID 19-ზე შემოწმება წვრთნების განახლებამდე გაიარეს და 3 ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებული ფეხბურთელების ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა, ირკვევა, რომ ისინი კარანტინში არიან გადაყვანილნი და 2 კვირის თავზე დამატებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო გასპერინის მიერ გაწვრთნილმა ბერგამოელებმა გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს, ჩემპიონთა ლიგაში კი, მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხეს. სერია A-ს მომდევნო გათამაშება სტარტს 19 სექტემბერს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები