Thumbnail
  • რუსულ კლუბს ფლამარიონ ჯოვინოს შეძენა სურს
  • დინამო ბათუმში როტორის წინადადებას განიხილავენ

დინამო ბათუმის ბრაზილიელ ლიდერს, ფლამარიონ ჯოვინოს რუსული კლუბი ეპატიჟება. 24 წლის ფორვარდის გადაბირება ვოლგოგრადის როტორს სურს - ეს ინფორმაცია პოპსპორტს ბათუმური კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაუდასტურა.

“ვადასტურებ, რომ ვოლგოგრადის როტორის მხრიდან მართლაც არის დაინტერესება ჩვენი ბრაზილიელი ლეგიონერის, ფლამარიონ ჯოვინოს მიმართ, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. განვიხილავთ მათ შემოთავაზებას, შევაჯერებთ პოზიციებს და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კლუბის მომავალი განვითარებისთვის სასარგებლო იქნება. პირველ რიგში გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.” - გვითხრა არჩილ ბერიძემ.

ჯოვინო შარშან საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

შეგახსენებთ, რომ როტორში ქართველი ფეხბურთელები, ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, საბა კვერკველია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ. ვოლგოგრადულ კლუბშია ნიკა ყიფიანიც, რომელიც 23 წლისაა და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში თამაშობდა.

ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბათუმში 2017 წლიდან თამაშობს და 96 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა. 2019 წელს ბრაზილიელი საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გასულ სეზონში მან 17 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები