Thumbnail

ოფიციალურად: ჩირო იმობილემ ლაციოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლაციომ და 30 წლის თავდამსხმელმა თანამშრომლობა განაახლეს
  • იტალიელი ოთხი სეზონია რომაელთა საუკეთესო ბომბარდირია

რომის ლაციოს თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და "არწივების" ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს, მისი ხელფასი კი სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად რომაული კლუბის კომუნიკაციის მენეჯერმა სტეფანო დე მარტინომ Sky-სთან გაავრცელა და შემდეგ ლაციოს ვებგვერდმაც დაადასტურა.

ჩირო იმობილე ლაციოში 2016 წლიდან თამაშობს და 178 შეხვედრაში 125 გოლის გატანა მოახერხა. 30 წლის იტალიელი ფორვარდისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2019/20 წლების სეზონი გამოდგა, სერია A-ში 37 მატჩში 36 გოლი გაიტანა და გარდა იმისა, რომ იტალიის ჩემპინატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, "ოქროს ბუციც" მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები