Thumbnail

შეიხის სიტყვა კანონია - პსჟ-ს გერმანელი გაწვრთნის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მწვრთნელი, რომელმაც ბაიერნს უარი უთხრა, პარი სენ-ჟერმენში ინიშნება.
  • თომას ტუხელი პარიზელების პირველი არჩევანი არ ყოფილა.

თომას ტუხელი მომავალი სეზონიდან პარი სენ-ჟერმენის დამრიგებელი იქნება. ESPN-ის ინფორმაციით, გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელებს უარი შეუთვალა, ფრანგულ გრანდში ინიშნება.

იუპ ჰაინკესი და თომას ტუხელი

ESPN წერს, რომ პარიზელებისთვის ტუხელი ნომერ პირველი არჩევანი არ იყო. პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის გუნდში მაქსიმალურად ცნობილი და წარმატებული სპეციალისტის მიყვანა სურდა. კონკრეტულად: ალ-ხელაიფის პირველი არჩევანი ჩელსის იტალიელი დამრიგებელი ანტონიო კონტე გახლდათ. სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე ლეონარდო ჟარდიმის (მონაკო) და პაულო ფონსეკას (შახტარი) კანდიდატურებს ემხრობოდა.

როგორც ირკვევა, საბოლოო სიტყვა თვით ყატარის ამირამ, შეიხმა ჰამად ალ თანიმ თქვა - ESPN-ის ინფორმაციით, სწორედ მან გადაწყვიტა, რომ პსჟ გერმანელმა თომას ტუხელმა უნდა ჩაიბაროს. გავრცელებული ცნობების თანახმად, მას ტუხელის ფორმაციის დორტმუნდის ბორუსია ძალიან მოსწონდა და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ პსჟ სწორედ ტუხელს ჩააბაროს.

ალ-ხელაიფი და პარიზული კლუბების სხვა შეფებს ევროტურნირებზე გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელი სურდათ, მაგრამ შეიხს უარი ვეღარ უთხრეს.

მომავალი სეზონიდან უნაი ემერი პსჟ-ს მწვრთნელი აღარ იქნება

კომენტარები

ბოლო ამბები