Thumbnail
  • ამაღამ აშშ-ის ღია პირველობა იწყება
  • TOP 25-ის ჩოგბურთელს კოვიდ-19 დაუდგინდა
  • ვირუსის გამო ბენუა პერი ვერ ითამაშებს

აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩოგბურთელ ბენუა პერს კორონავირუსი დაუდგინეს. კოვიდ-19-ზე ტესტირების შემდეგ მისი დადებითი პასუხი დადებითია.

აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის (USTA) განცხადებით, 31 წლის ფრანგი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პერს, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 22-ე ადგილზეა, ამერიკის ღია პირველობაზე ესპანელი მარსელ გრანოლიერსი შეცვლის. ბენუა პერი მინიმუმ 10-დღიან კარანტინში გადაინაცვლებს.

ბენუა პერი US OPEN-ზე მე-17 ნომრად იყო განთესილი

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა (US Open) 31 აგვისტოს იწყება. მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. 28 წლის ქართველი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯონ მილმანია (43). გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი ფრენსის ტიაფოსა (აშშ) და ანდრეას ზეპის (იტალია) მატჩში მოგებულს დაუპირისპირდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 21 656 000 ამერიკული დოლარია. პირველი წრის გადალახვის შემთხვევაში, ბასილაშვილი 10 ქულასა და 61 000 დოლარს მიიღებს. 2019 წლის US Open-ზე ნიკამ, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, ორი წრე გაიარა და მესამეში გერმანელ დომინიკ კიპფერთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები