Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში მეორე მატჩი ჩაატარა (9 ქულა, 6 მოხსნა)
  • მაიკ ჯეიმსისა და ანდრეას პისტიოლისის კომენტარი შენგელიაზე

თორნიკე შენგელია და მოსკოვის ცსკა ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. რუსულმა გუნდმა პრესეზონის ფარგლებში მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და მბა 99:63 დაამარცხა.

შენგელიამ 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველი კალათბურთელის შესახებ მისმა ამერიკელმა თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა ისაუბრა: "ადრე თოკოსთან ერთად ვთამაშობდი, მას შემდეგ უფრო ძლიერი კალათბურთელი გახდა. ყოველდღე უკეთესად გვესმის ერთმანეთის. ვფიქრობ, წელს ძალიან ძლიერი გუნდი ვიქნებით", - თქვა ჯეიმსმა.

შენგელიამ მბა-სთან 9 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა

შენგელიასა და მიულიტონოვის შესახებ ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის ასისტენტმა ანდრეას პისტიოლისმაც გააკეთა კომენტარი: "ორივე ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ ადაპტაცია სჭირდებათ. უნდა შეთამაშდნენ თანაგუნდელებთან, შეეწყონ გუნდის მუშაობას. ვხედავ, რომ სწორ გზას ადგანან. ისინი პროფესიონალები არიან და ბევრს შრომობენ", - აღნიშნა პისტიოლისმა.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ში შენგელიას არაოფიციალური დებიუტი რუნას წინააღმდეგ შედგა და მაშინ ქართველმა 14 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი 31 აგვისტოს შეუერთდება, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და გუნდის მომზადებას დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები