Thumbnail

მე-80 ტიტული კარიერაში! ჯოკოვიჩმა ცინცინატის ტურნირი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 1:6, 6:3, 6:4 მილოშ რაონიჩი
  • სერბმა ჩოგბურთელმა ცინცინატის მასტერსი მეორედ მოიგო

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის მასტერსის ფინალში კანადელ მილოშ რაონიჩს 3 სეტში, 1:6, 6:3, 6:4 სძლია და ცინცინატის მასტერსი მეორედ მოიგო. ჯოკოვიჩი კარიერაში მე-80 ტიტულის მფლობელი გახდა.

ნოლემ პირველი სეტი მარტივად დათმო, რის შემდეგაც თამაშის შემოტრიალება მოხერხა და კარიერაში მასტერსის 35-ე ტიტული მოიგო, რითიც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე მასტერსის 35 ტიტული აქვს მოგებული.

ნოვაკი მომდევნო შეხვედრას ამერიკის ღია პირველობაზე ჩაატარებს, სადაც ბოსნიელ დამირ ძუმჰურს შეხვდება, რომელსაც ცინცინატიში პირველ ეტაპზე სძლია.

🎾 ნოვაკ ჯოკოვიჩმა 35-ე მასტერსი მოიგო, რითიც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. ორივე ჩოგბურთელს 35-35 მასტერსი აქვს მოგებული.

🎾 ჯოკოვიჩმა მეორე გოლდენ მასტერსი შეასრულა. ნოვაკს 9 მასტერსიდან ყველა მინიმუმ 2-ჯერ აქვს მოგებული.

🎾 სერბმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 26-ე გამარჯვება იზეიმა

🎾 ცინცინატის მასტერსი ნოვაკის კარიერაში მე-80 ტიტული იყო.

🎾 2020 წელს ნოვაკს თამაში არ წაუგია - 23 მატჩი და 23 მოგება.

კომენტარები

ბოლო ამბები