Thumbnail

BBC Scotland-ის ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიას საქართველო შეცვლის. ამავეს ამტკიცებს ირლანდიური RTÉ Sport. იაპონიის რაგბის კავშირმა, ქვეყანაში პანდემით შექმნილი ცუდი მდგომარეობის გამო, 8 ერში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, იაპონიის შემცვლელი საქართველოს ნაკრები იქნება. ფრანგულ პრესაში განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა.

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი, ბერნარდ ლაპორტი 8 ერის თემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსოფლიო რაგბი იაპონიის შემცვლელ ქვეყანას უკვე ეძებს.

''იაპონელები ევროპაში ვერ ჩამოვლენ. უკვე ვეძებთ ქვეყანას, რომელიც მათ ჩაანაცვლებს. ამჟამად სამხრეთ აფრიკასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიდი პატივი იქნება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან თამაში, მაგრამ ჯერ ეს არ დადასტურებულა'', - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოსთვის შანსი ისევ არსებობს. The Fiji Times წერს, რომ იაპონელებთან ერთად ექვსი ერის წლევანდელ, ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლოა, ფიჯისაც მოუწიოს. მიზეზი იაპონელთა ანალოგიურია. ფიჯელებიც კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

კომენტარები

ბოლო ამბები