Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დინამომ რუსთავს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარნეული 108:66 სოხუმი
  • ოლიმპი 79:93 მგზავრები
  • დინამო 97:96 რუსთავი
  • ბათუმი 91:97 კაკტუსი

საკალათბურთო სუპერლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამო რუსთავს დაუპირისპირდა. ჩემპიონატის ლიდერების თამაში უაღღესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

პირველი ტაიმი დინამოს მცურე უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა - თბილისურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 29:20 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედში თბილისელებმა უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს, თყუმცა შემდეგ რუსთავმა მკვეთრად მოუმატა, ადამ ბლეიზეკის, ბრაიან ბერნარდის და რეზო ჩაჩანიძოს ზუსტი 3-ქულიანების შედეგად, სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა, შეხვედრის დასრულებამდე კი 3 წუთი იყო დარჩენილი.

გადამწყვეტი სიტყვა დინამოელთა უკანახაზელმა ლაველ ბოიდმა თქვა, რომელმაც ორი 3-ქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები ზუსტი პაწსებით მოამარაგა, რის შედეგადაც დინამომ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში რუსთავმა ბოლო ძალები მოიკრიბა, ადამ ბლეიზეკის და ტაირელ ნელსონის შესანიშნავი თამაშის წყალობით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, გამარჯვება კი მაინც დინამოს დარჩა - 97:96.

ტურის დარჩენილ შეხვედრებში  მარნეულმა სოხუმი გაანადგურა, მგზავრებმა ოლიმპს სძლია, კაკტუსი კი ბათუმზე ძლიერი აღმოჩნდა. 

სატურნირო ცხრილში 45 ქულით პირველ ადგილზე ქუთაისია, 44 ქულით მეორე ადგილზეა რუსთავი, თბილისის დინამო კი 43 ქულით მესამე პოზიციას იკავებს

კომენტარები

ბოლო ამბები