Thumbnail

ინგლისის სუპერთასის (ქომუნითი შილდი) გამარჯვებული ლონდონის არსენალია, რომელმაც პენალტების სერიაში პრემიერლიგის გამარჯვებული ლივერპული დაამარცხა...

"უემბლიზე" არსენალი პიერ-ემერიკ ობამეიანგის სუპერგოლით დაწინაურდა, მე-12 წუთზე მან პასი საკასგან მიიღო და შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში. 

73-ე წუთზე კლოპის გუნდმა გაათანაბრა, ტაკუმი მინამინომ არსენალის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა - 1:1. 

📺 არსენალი V ლივერპული

ძირითადი დრო ასე დასრულდა, პენალტების სერიაში კი არსენალმა ყველა გოლი გაიტანა, აი, 20 წლის რაიან ბრიუსტერმა კი ბურთი ხარიხაას გაარტყა. გადამწყვეტი, ბოლო პენალტი ობამეიანგმა შეასრულა და არსენალმა ქომუნითი შილდი მოიგო. 

ამ ტურნირის ისტორიაში არსენალმა ლივერპული მეორედ დაამარცხა - 1979 და 1989 წლებში "უემბლიზე" ლივერპულმა მოიგო, 2002 წელს კარდიფში კი - არსენალმა. 4 კვირის შემდეგ, რაც არსენალმა ასოციაციის თასი მოიგო, მიკელ არტეტას გუნდმა მორიგი ტიტული დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლო ამბები