Thumbnail

ნოკაუტი მე-2 რაუნდში - ქართველი მოკრივის წარმატებული დებიუტი პროფესიონალებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოთარ ერანოსიანმა პროფესიულ კრივში პირველი ორთაბრძოლა მოიგო
  • მან ამერიკელი მეტოქე მე-2 რაუნდში დაანოკაუტა

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოკრივე, საქართველოს ნაკრების წევრი მსუბუქ წონაში (60 კგ-მდე) ოთარ ერანოსიანი პროფესიონალი გახდა და დებიუტიც წარმატებული ჰქონდა...

კენედიმ მხოლოდ ერთი რაუნდი გაძლო

შარშან მინსკში ევროპულ თამაშებზე, რომელსაც პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსი ჰქონდა, ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 28 აგვისტოს 28 წლის ახალქალაქელმა სპორტსმენმა პროფესიული კარიერა ნოკაუტით გამარჯვებით დაიწყო.

📺 ოთარ ერანოსიანი V დეშონ კენედი

ფლორიდაში All Star Boxing-ინგმა რამდენიმე ორთაბრძოლა გამართა. მსუბუქ წონაში ერანოსიანი მიჩიგანელ დეშონ კენედის შეხვდა. ერანოსიანის აგრესიულმა ტაქტიკამ გაამართლა, მეორე რაუნდში მან გადამწყვეტი შეტევა მიიტანა, კენედი კუთხეში მიიმწყვდია და ორივე ხელით დარტყმებს აყენებდა, მეტოქემ ვერ გაუძლო და ჩაიმუხლა. რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა და დებიუტანტი გამარჯვებულად გამოაცხადა. ერანოსიანისა და კენედის ჩხუბის პირდაპირ ტრანსლაციას  ESPN2 და Telemundo ახორციელებდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები