Thumbnail

'ქართველი ვარ და ამას ვერავინ შეცვლის' - რომან დოლიძის პასუხი ჰეიტერებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის მებრძოლს სოცქსელებში უსიამოვნო შეტყობინებებს უგზავნიან
  • უკრაინაში მცხოვრებმა 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა განმარტება გააკეთა 

 შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა რომან დოლიძემ, რომელსაც UFC-ში დებიუტი ამ ზაფხულს ჰქონდა, სოციალურ ქსელებში მის მიმართ გაკეთებულ უსიამოვნო შინაარსის შეტყობინებების ავტორებს უპასუხა. 

ქართველი სპორტსმენი, რომელიც წლებია უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მისი სამშობლო საქართველოა, ხოლო უკრაინას განიხილავს, როგორც მეორე სამშობლოს.

რომანი არ მალავს, რომ სპორტულ კარიერაში ყველაფერი უკრაინის წყალობით მიაღწია

"ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა იმ უკრაინელებისგან მიღებული შეტყობინებები, რომლებიც წერენ, რომ ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, ვიცხოვრო საქართველოში და სხვა.

სპორტში ყველაფერს უკრაინაში და უკრაინის წყალობით მივაღწიე. ამას ყოველთვის თამამად ვაცხადებდი და ვამბობდი, რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა.

უკრაინაში მყავს ვაჟი, რომელსაც უკრაინის პასპორტი აქვს, მაგრამ მე ქართველი ვარ. ეს არაფერს ცვლის და მას ვერც ვერავინ შეცვლის. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, მიყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მიყვარს. ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ასეთი შეტყობინებები შემოდის", - ამბობს დოლიძე ინსტაგრამში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

  
32 წლის ქართველი მებრძოლის პოსტს არაერთი უკრაინელი გამოეხმაურა. "ყველაფერი გასაგებად განმარტე, ძმაო", "ოქროს სიტყვებია", "ეგ მხოლოდ სულელებმა შეიძლება დაწერონ, ნორმალური უკრაინელები ამას არასდროს გააკეთებენ", "ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემპიონო, უკრაინელებს უყვარხარ და პატივს გცემენ", - წერენ გამომწერები.

რომან დოლიძეს MMA-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო. 18 ივლისს მას დებიუტი UFC-ში ჰქონდა, სადაც ნოკაუტით რუს ხადის იბრაგიმოვს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები