Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი ახალი თავკაცის ძიებაშია
  • მაიკ დ'ანტონი ფავორიტია, თუმცა სია დიდია

NBA-ს პლეი ოფის პირველ წრეში მაიამისთან 0:4 განადგურების შემდეგ, ინდიანას ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ნეით მაკმილანი მოხსნა, რომელმაც ამ სერიამდე რამდენიმე დღით ადრე განაახლა პეისერსთან კონტრაქტი. მას მერე, ინდიანა ახალი მწვრთნელის ძიებაშია...

ბუნებრივია, კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ, თუ ვინ დაინიშნება ინდიანას მწვრთნელად. მაკმილანი ქართველ ახალწვეულს, გოგა ბითაძეს არ წყალობდა - რეგულარულ სეზონში ის საშუალოდ 8,72 წუთს თამაშობდა, რაც დრაფტის პირველ წრეში აყვანილთა შორის ერთ-ერთი უარესი შედეგია (30-დან 29-ე). მაკმილანმა ბითაძე პლეი ოფში საერთოდ არ ათამაშა და დებიუტიც არ აღირსა. ასე რომ, მწვრთნელის ცვლილებამ, შესაძლოა, გოგაზე დადებითად იმოქმედოს და მას სათამაშო დრო გაეზარდოს.

გოგა საშუალოდ 8.7 წუთს თამაშობდა. ეს ძალიან ცოტაა

მაგრამ გააჩნია, ვის დანიშნავს პეისერსი, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს შეეფერება და ინდიანაში როკიტსის თავკაცი მაიკ დ'ანტონი მიდის, არა გვგონია, ეს გოგასთვის კარგი იყოს. დ'ანტონის პრაქტიკულად უცენტროდ თამაში უყვარს, ინდიანაში კი ორი სტარტერი ნომინალური ცენტრია (დომანტას საბონისი, მაილს ტერნერი), მესამე "სუფთა" ცენტრი კი ქართველია. 

დიდი ალბათობით, დ'ანტონის მომხრეთა შორისაა ინდიანას მცველი მალკოლმ ბროგდონი, რომელიც მაკმილანის თამაშის სტილს აკრიტიკებდა. "დაბალი" შემადგენლობით და სწრაფი კალათბურთის თამაში კი ინდიანას ამ შემადგენლობისთვის რთული წარმოსადგენია. სწორედ ამას ამბობდა მაკმილანიც:

"ყოველთვის ვცდილობ მოთამაშეები მაქსიმალურად სარგებლიან პოზიციაზე ვათამაშო. სტილი კარგია, მაგრამ ყველაფერს გკარნახობს ის შემადგენლობა, რაც გყავს. მაგალითად, მეც მიყვარს "სირბილი", სწორედ ასეთი კალათბურთელი ვიყავი თავის დროზე, მაგრამ განმსაზღვრელი არსებული რესურსია და არა ჩემი გემოვნება".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

დ'ანტონის გარდა ინდიანას ტაირონ ლიუს, კენი ატკინსონს, ბრეტ ბრაუნს, ადრიან გრიფინს, მარკ ჯეკსონს, ჯეისონ კიდსა და სხვებსაც უკავშირებენ. ატკინსონი ტალანტის განვითარებით არის ცნობილი და ბითაძისთვის არ უნდა იყოს ურიგო ვარიანტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები