Thumbnail

მესის გარეშე რეალობაზე ფიქრი დაიწყო - კუმანი მანეს დამატებას ითხოვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მესი თუ წავა ბარსა სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდება
  • კუმანის სამიზნე ლივერპულის სადიო მანეა, რომელსაც საუთჰემპტონიდან იცნობს

სამშაბათ საღამოს, მსოფლიო ფეხბურთი კატალონიიდან წამოსულმა სიახლემ შეძრა - ლიონელ მესიმ ბარსას ფაქსით აცნობა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბის დატოვება სურს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა კამპ ნოუზე უკვე ალტერნატიულ რეალობაზე ფიქრობენ.

თუ ეს მართლა ასე მოხდა, ბარსელონას სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოუწევს. როგორც ესპანური პრესა წერს, კლუბის ლეგენდის და უკვე ახალი მწვრთნელის, ჰოლანდიელი რონალდ კუმანის სამიზნე ლივერპულის სადიო მანეა.

კუმანი მანეს საუთჰემპტონიდან იცნობს, სადაც კამერუნელმა შესანიშნავი 2 სეზონი ჩაატარა. თუმცა, რა თქმა უნდა მესის მიერ დატოვებულ სიცარიელეს მხოლოდ ერთი მანე ვერ შეავსებს. ასევე საუბარია ვირჯილ ვან დაიკზეც, რომელსაც ნაკრებიდან მოყოლებული კუმანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები