Thumbnail

მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადება რაგბი ევროპის სკანდალურ მატჩებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბი ესპანელთა საჩივარს განიხილავს.
  • ესპანეთისა და ბელგიის სკანდალური მატჩი, რომელიც რუმინელებმა იმსაჯეს.
  • დამატებული მორაგბეების საქმე.

მსოფლიო რაგბიმ გადაწყვიტა, რომ მოიწვიოს კომიტეტი, რომელიც განიხილავს 2017-2018 წლების რაგბი ევროპას გათამაშებაში დაგროვილ სადავო საკითხებს.

► ჩხუბი ბელგიისა და ესპანეთის მატჩში - დაპირისპირება მსაჯთან
► რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს თასზეა? ჯერ გამოძიებას დაველოდოთ

დიდი ყურადღება დაეთმობა ესპანეთისა და ბელგიის მატჩის განხილვას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის ბედს წყვეტდა. მატჩის ოფიციალური პირები, იგულისხმება რუმინელი მსაჯები, არ იყვნენ ნეიტრალურნი და მათ თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინეს. რაგბი ევროპამ გააანალიზა თავისი პასუხისმგებლობა ამ სკანდალთან დაკავშირებით - გადამოწმდება ყველა სადავო მომენტი.

სკანდალი რაგბიში | რუმინეთს დისკვალიფიკაცია, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონობა?
სკანდალი რაგბიში გრძელდება | რუსეთი ჩივის, საქართველოს ტიტულის შანსი აქვს

ამ თემის გარდა, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოთამაშეებს უკავშირდებათ. რამდენად სამართლიანად თამაშობდა მორაგბე რომელიმე ნაკრების შემადგენლობაში. ეს საკითხები უკავშირდება მსოფლიო რაგბის წესდებას. შესაბამისად, ამ საკითხს მალე განიხილავენ, რათა დააკმაყოფილონ ნაკრებების, გულშემატკივრებისა და რაგბი ევროპას ინტერესი.

მსოფლიო რაგბის სამართლებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისტოფერ ქვინლანმა უნდა მოიწვიოს კომიტეტი და,2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო წესდების საფუძველზე, საგანგებო რეჟიმში მიიღოს გადაწყვეტილება.

ცალკე განიხილება ესპანეთისა და ბელგიის მატჩის შემდგომ მომხდარი ინციდენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები