Thumbnail

17 წლის დებიუტანტით - დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგმა სპეციალისტმა „სამფეროვანთა“ რიგებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხების გამო საფრანგეთის ნაკრებს პოლ პოგბა და ტანგი ნდომბელე გამოაკლდნენ. დეშამმა პოგბას ნაცვლად რენის 17 წლის ფეხბურთელი ედუარდო კამავინგა გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: უგოლო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მანიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკას ერნანდესი (ბაიერნი), ლეო დუბუა (ლიონი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (ბარსელონა), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი), რაფაელ ვარანი (რეალი), ლუკას დინი (ევერტონი), ფერლან მენდი (რეალი)

ნახევარმცველები: მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ჰუსემ აუარი (ლიონი), სტივენ ნზონზი (რენი), ედუარდო კამავინგა (რენი), ადრიან რაბიო (იუვენტუსი), ნ'გოლო კანტე (ჩელსი)

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კილიან მბაპე (პსჟ), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი), ჯონათან იკონი (ლილი)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 5 სექტემბერს, სტოკჰოლმში შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს სენ-დენიზე ხორვატიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები