Thumbnail

შენგელიას 17 ქულა და მარცხი ბოლო ტურში | ბასკონიას პლეი ოფში ჩემპიონი ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონიამ შინ ეფესთან 79:81 წააგო.
  • თორნიკე შენგელიამ 30 წუთში 17 ქულა ჩააგდო.
  • პლეი ოფის პირველ წრეში ბასკონიას მეტოქე ფენერბაჰჩეა.

ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ შინ ეფესთან 79:81 წააგო.

გუნდმა 16-14 ბალანსით მე-7 ადგილი დაიკავა (მე-8 გასულ ხიმკისაც 16 მოგება აქვს) და მე-2 ადგილზე გასულ ფენერბაჰჩეს, ევროლიგის შარშანდელ გამარჯვებულს შეხვდება.

ბასკონიამ ზედიზედ 6 მატჩის მოგების შემდეგ წააგო. 

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ბასკონიას კაპიტანმა ჯამში 29:45 წუთი ითამაშა, ის თავისი გუნდის თანაბომბარდირი გახდა 17 ქულით. ამის გარდა მან თითო მოხსნა, პასი და დაფარება მიითვალა. ევროლიგის პლეი ოფში გამარჯვება სამ მოგებამდეა, თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება.

კომენტარები

ბოლო ამბები