Thumbnail
  • რუსთავს გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე გაწვრთნის
  • მან 2010 წელს რუსთავის ოლიმპს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა

საფეხბურთო კლუბ რუსთავის მთავარი მწვრთნელის პოსტი თემურ მახარაძემ ჩაიბარა. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილმა სპეციალისტმა შეცვალა სულიკო დავითაშვილი, რომელმაც გუნდი დატოვა.

71 წლის მახარაძეს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, მათ შორის უმუშავია სიონში, ზესტაფონში, რუსთავის ოლიმპში, გორის დილაში, ლანჩხუთის გურიასა და საპოვნელაში. 2009/10 წლების სეზონში მახარაძის გაწვრთნილმა რუსთავის ოლიმპმა დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი ეროვნული ლიგიდან გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც მიმდინარე სეზონში 8 ტურში 10 ქულა მოიპოვა და მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები