Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისს მეორე მატჩიც მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ინგლისის ნაკრებთან 2 ტესტ მატჩი გამართა.
  • საქართველო 5:1 ინგლისი
  • საქართველო 6:0 ინგლისი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ამჯერად 6:0 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებს ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ულიდერეს: თალეს და მატა ფეიტოსამ, სიმი საიოტიმ და რონინიომ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს

პირველი მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებმა მეორე თამაში შედარებით ნელ ტემპში დაიწყო და შედეგად, პირველი გოლიც უფრო დაგვიანდა - თამაში 9 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სიმი საიოტიმ ინგლისელი მცველის შეცდომით ისარგებლა და გახსნა ანგარიში, 1:0.

ამ ეპიზოდიდან 2 წუთი იყო გასული, როდესაც რონინიოს დაწყებული იერიში თალეს და მატა ფეიტოსამ გააგრძელა, სიმი საიოტიმ დაასრულა და საქართველოს ნაკრები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა.

სიმი საიოტი

პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, საიოტი ასისტენტის როლში მოგვევლინა, გოლი კი რონინიომ გაიტანა და ასათიანის გუნდის უპირატესობა 3-ბურთიანი გახდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ბურთის კონტროლზე გააკეთა აქცენტი და თამაშის ტემპიც დააგდო, თუმცა მიუხედავად ამისა, მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა - დუბლი გია ნიყვაშვილის ანგარიშზეა, ბოლო გოლი კი ლევან კობაიძემ გაიტანა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორივე შეხვედრაში დიდი უპირატესობით დაამარცხა ინგლისის ნაკრები და მთლიანობაში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა

საქართველო 6:0 ინგლისი

გოლები: 1:0 საიოტი, 2:0 საიოტი, 3:0 რონინიო, 4:0 ნიყვაშვილი, 5:0 ნიყვაშვილი, 6:0 კობაიძე.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

თორნიკე ბუკია, მურთაზ კაკაბაძე, რონინიო, თალეს და მატა, სიმი საიოტი

სათადარიგოები:

კეფაშვილი, ჭანუყვაძე, ჯამბურია, ჭუმბურიძე, კობაიძე, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია

კომენტარები

ბოლო ამბები