Thumbnail
  • ინდიანა პეისერსმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
  • კლუბის პრეზიდენტმა მიზეზი ახსნა

ინდიანა პეისერსმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ნეით მაკმილანი თანამდებობიდან გაათავისუფლა...

კევინ პრიტჩარდი (ინდიანა პეისერსის პრეზიდენტი): "პეისერსის ორგანიზაციისთვის ეს ძალზე მძიმე გადაწყვეტილება იყო, მსურს მადლობა გადავუხადო ნეითს კლუბში გატარებული წლებისთვის. ჩვენი აზრით, ეს იყო საუკეთესო გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, ჩვენ უნდა წავიდეთ სხვა მიმართულებით. ნეითმა და მე ერთად ბევრი კარგი და ცუდი მომენტი გავატარეთ ინდიანაში. ამაყი ვარ, რომ მასთან ერთად 11 წელი გავატარე ინდიანასა და პორტლენდში".

სიეტლის ყოფილი მოთამაშე პეისერსის მწვრთნელად 2016/17 წლების სეზონის წინ დაინიშნა. 4 სეზონის განმავლობაში გუნდმა 183 მატჩი მოიგო და 136 წააგო, თუმცა პლეი ოფებში მაკმილანის შედეგი უკეთესის სურვილს ტოვებდა - 3 მოგება, 16 მარცხი. 

კლუბის განცხადებაში წერია, რომ ახალი მწვრთნელის ძიებას პეისერსი უმალ დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ მაკმილანმა პლეი ოფის წინ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ინდიანა პირველ წრეში მაიამისთან 0:4 დამარცხდა. 

მაკმილანი იმით არის ცნობილი, რომ დიდად არ ენდობოდა NBA-ის დრაფტის პირველ წრეში აყვანილ ცენტრ გოგა ბითაძეს. მან გოგა პლეი ოფის მატჩებში საერთოდ არ ათამაშა. როცა ინდიანამ ბითაძე დრაფტზე აიყვანა, მაკმილანმა განაცხადა, რომ მისი თამაში ნანახი არ ჰქონდა. გოგას აყვანა კი სწორედ კლუბის პრეზიდენტის, კევინ პრიტჩარდის ინიციატივა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები