Thumbnail

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მაისურაძეს, რომელმაც გიორგი ცეცაძე შეცვალა, 21-წლამდე ნაკრებში დებიუტი ექნება და შესაბამისად, შემადგენლობა პირველად გამოიძახა...

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე (თელავი, თელავი)

მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი) ლუკა ლოჩოშვილი ( ვოლფსბერგერი ავსტრია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ილია ბერიაშვილი (თელავი, თელავი), ლუკა ქაფიანიძე (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი), რატი არდაზიშვილი (რუხი, ლვოვი), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი), იური ტაბატაძე ( საბურთალო, თბილისი), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე (დინამო, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო, თბილისი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 4 სექტემბერს გორში საფრანგეთს უმასპინძლებს, ხოლო 8 სექტემბერს, ესხენში ლიხტეინშტეინს ესტუმრება. ვასილ მაისურაძის გუნდს 5 თამაშში 6 ქულა აქვს მოპოვებული და მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები