Thumbnail

შეუძლებელი შეძლო - კახა ცხადაძე ყაზახეთში ტურის მწვრთნელად დაასახელეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ორდაბასის თავკაცს ყაზახეთის სუპერლიგის მე-4 ტურში ქამბექი დაუფასეს
  • ცხადაძის გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ გამარჯვება შეძლო
  • 51 წლის ქართველი სპეციალისტი ტურის მწვრთნელად დაასახელეს

შიმკენტის ორდაბასის თავკაცი კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

51 წლის ქართველი სპეციალისტი ადგილობრივმა ინტერნეტ-პორტალმა Sports.kz-მა გამოარჩია, რომელმაც ტურის სიმბოლური ნაკრები გარკვეული ხნის დაგვიანებით, ტობოლი-ასტანას გადადებული მატჩის გამართვის შემდეგ გამოაქვეყნა.

კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა ორდაბასიმ ჩემპიონატის მე-4 ტურში სტურმად ჟეტისუ ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შიმკენტის გუნდმა გამარჯვება ორი გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხა.

"ჯერ კიდევ პირველ 45 წუთში გაშვებული გოლების გამო, 0:2-ის გაბათილება არცთუ იოლია, თამაშის მოგება კი - ლამის შეუძლებელი. კახა ცხადაძემ შეძლო და თავისი შეგირდები, ასეთ რთულ პირობებში, მოსაგებად სათანადოდ განაწყო", - წერს საიტი.

კახა ცხადაძე ორდაბასის მესამე სეზონია წვრთნის

ჟეტისუსთან გამარჯვების შემდეგ, ორდაბასიმ მომდევნო ტურის მატჩიც მოიგო - აკტაუს კასპიისთან (1:0) და ახლა 10 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. ცხადაძის გუნდი, რომელიც ლიდერ ქაირათს 5 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას სწორედ ალმათის გუნდთან, 30 აგვისტოს ჩაატარებს, იქამდე კი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ ბოტოშანის დაუპირისპირდება (27 აგვისტოს).

კომენტარები

ბოლო ამბები