Thumbnail
  • ლიონელ მესის მოსალოდნელ ტრანსფერზე ახალი ცნობები ვრცელდება
  • არგენტინელი რამდენიმე დღის წინ ხოსეპ გვარდიოლას ესაუბრა

ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი მარსელო ბეხლერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ლიონელ მესიმ მანჩესტერ სიტიში გადასვლა გადაწყვიტა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი სიტის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

Catalunya Radio-ს გადაცემა Club de la Mitjanit-ში ითქვა, რომ ლეოს გადაწყვეტილებაზე პეპს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. “რამდენიმე დღის წინ მესი დაუკავშირდა გვარდიოლას და მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გაფორმებაზე ესაუბრა. მას ბარსელონას დატოვება სურს, რათა კარიერის დარჩენილ წლებშიც მოიგოს ტიტულები და ითამაშოს პირველი კლასის ფეხბურთი. მანჩესტერ სიტის გუნდის გაძლიერებაში 300 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია,” - ითქვა გადაცემაში.

პეპ გვარდიოლა ლეო მესის რამდენიმე დღის წინ ესაუბრა

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ გადაწყვიტა აამოქმედოს კონტრაქტში ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას ბარსელონას დატოვება ყოველი სეზონის შემდეგ შეუძლია. თუმცა ბარსელონა არ აპირებს არგენტინელის გაშვებას და მის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებულ 700 მილიონ ევროს ითხოვს. თუ მესი გადაწყვეტს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას, ბარსელონა მზადაა, მასთან სასამართლოში იდავოს.

📋 მეტი ამ თემაზე:

გასულ სეზონში 33 წლის ეო მესიმ ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა. მას ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ლეო კატალონიური გრანდის აღზრდილი და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ბარსას შემადგენლობაში მესი 4-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები