Thumbnail

ახალგაზრდული ლიგა | რაულის რეალი ჩემპიონი გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბენფიკა 2:3 მადრიდის რეალი
  • რეალის ახალგაზრდულმა კლუბმა ეს ტიტული პირველად მოიგო

მადრიდის რეალმა უეფას ახალგაზრდული ლიგა მოიგო. ეს ტურნირი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაა, რომლის გამარჯვებულიც სამეფო კლუბი პირველად გახდა. რეალის ამ ასაკობრივ გუნდს მადრიდული კლუბის ლეგენდა რაული წვრთნის.

მადრიდელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმის სტარტზე ბენფიკას სწრაფ გოლს რეალმა გოლით უპასუხა. ლისაბონელებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს და გათანაბრებაც შეეძლოთ, თუმცა ტიაგო დანტასმა პენალტი ვერ გაიტანა და მატჩის ესპანელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. რაულმა რეალის ახალგაზრდულ კლუბთან ერთად პირველი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები