Thumbnail

10 თვის შემდეგ პირველად - ლიოვმა ესპანეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გერმანიის ნაკრები ერთა ლიგას 3 სექტემბერს იწყებს
  • იოახიმ ლიოვმა 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ერთა ლიგის თამაშებისთვის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სექტემბერში გერმანია ესპანეთსა და შვეიცარიას ეთამაშება. გუნდში ტრავმის მერე ნიკლას ზიულე დაბრუნდა, ხოლო გლადბახის ფლორიან ნოიჰაუსი ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს...

ლიოვს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ბაიერნის ფეხბურთელებს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალში ითამაშეს, დაასვენებდა. ასე რომ, ამ ეტაპზე ნაკრებში ნოიერი, კიმიხი, გნაბრი და გორეტცკა არ მოხვდნენ. ამავე მიზეზით არ მიიწვია ლიოვმა ჰალშტენბერგი და კლოსტერმანი, რომელთაც ლაიპციგის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ითამაშეს. 

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "ნოიჰაუსი ჭკვიანი ფეხბურთელია, ის ძალიან კარგად ვითარდება და ნაკრებში მიწვევას იმსახურებს".

რობინ გოსენსმა თავი იტალიურ კლუბში გამოიჩინა

აღსანიშნავია, რომ ნიიჰაუსის გარდა ნაკრებში შესაძლოა, რობინ გოსენსსაც ჰქონდეს დებიუტი. მან თავი ბერგამოელთა გუნდში კარგი თამაშით გამოიჩინა.  

გერმანიის ნაკრები 

მეკარეები: კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (არსენალი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი)

მცველები: ტილო კერერი (პსჟ), რობინ გოსენსი (ატალანტა), მათიას გინტერი (გლადბახი), ჯონათან თა (ლევერკუზენი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), რობინ კოხი (ფრაიბურგი)

ნახევარმცველები: ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ტონი კროოსი (რეალი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), სუათ სერდარი (შალკე), ილქაი გიუნდოგანი (სიტი), ემრე ჯანი (დორტმუნდი)

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ჩელსი), ლუკა ვალდშმიდტი (ბენფიკა), ლეროი სანე (ბაიერნი) .

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონს გერმანიის ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან საშინაო მატჩით იწყებს, 6 სექტემბერს კი ბუნდესგუნდი შვეიცარიას ესტუმრება. შტუტგარტის მატჩი იოახიმ ლიოვის გუნდისთვის პირველი იქნება 10-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რომელიც პანდემიით იყო გამოწვეული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაკრებს ამხელა პაუზა არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები