Thumbnail
  • 'პუშკას არენაზე' დაახლოებით 20 000 გულშემატკივარს შეეძლება მატჩზე დასწრება
  • ბუდაპეშტში ერთმანეთს ბაიერნი და სევილია დაუპირისპირდებიან

24 სექტემბერს, ბუდაპეშტში "პუშკას არენაზე" უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ევროპალიგის გამარჯვებული სევილია და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო, თუმცა უეფამ დაადასტურა, რომ მატჩზე დასწრებას გულშემაკტივრების გარკვეული რაოდენობა შეძლებს. საუბარია სტადიონის 30% შევსებაზე. "პუშკაშ არენა" 67 215 ადამიანს იტევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეხვედრას დაახლოებით 20 164 ადამიანი დაესწრება.

სუპერთასის შეხვედრა საპილოტე ვერსია იქნება. ამის შემდეგ უეფა დააკვირდება ეპიდსიტუაციას და გადაწყვეტს, დაუშვას თუ არა გულშემატკივარი სხვა შეხვედრებშიც. ამის შესახებ კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა გააკეთა.

"უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები და გარანტირებული იყოს ყველას, მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ვიმედოვნებთ, რომ ბუდაპეშტში გასამართი მატჩი იქნება საპილოტე ვერსია, რომლის შემდეგაც გულშემატკივრების მოედანზე დაბრუნებას დავიწყებთ", - განაცხადა ჩეფერინმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები