Thumbnail

კლუბს შეუძლია ნაკრებში ფეხბურთელი არ გაუშვას - ფიფას ახალი წესი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე, დროებითი წესები შემოიღო
  • კლუბს აქვს უფლება, გარკვეულ ვითარებაში ფეხბურთელი ნაკრებში არ გაუშვა
  • საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფამ) დროებითი წესები შემოიღო, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელების გამოძახებას დაარეგულირებს. წესები სექტემბერში დაგეგმილი ფანჯრის პერიოდში გასამართ საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება და კლუბებს აძლევს უფლებას, რიგ შემთხვევაში უარი თქვამ ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელის გაშვებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პამდემიით გამოწვეულ სიტუაცია და მსოფლიოში დაავადების შემთხვევების მატებას უკავშირდება. 

ახალი წესების თანახმად, კლუბს აქვს უფლება, არ გაუშვას ფეხბურთელი ნაკრებში იმ შემთხვევაში, თუკი იმ ტერიტორიაზე, სადაც კლუბია ბაზირებული ან სანაკრებო მატჩი უნდა ჩატარდეს, დაწესებულია სავალდებულო კარანტინი, არანაკლებ ხუთდღიანი პერიოდით. ასევე, თუკი არსებობს შესვლა-გასვლაზე შეზღუდვა.

კლუბს ასევე აქვს უფლება, არ გაუშვას თავისი მოთამაშეები ნაკრებებში, თუკი ფეხბურთელებისთვის არ არის დაშვებული გამონაკლისი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რომლებიც რეგიონში სავალდებულო კარანტინისა თუ შესვლის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ.

აღნიშნული წესები მამაკაცთა ფეხბუთში 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქმედებს, ქალთა ფეხბურთში კი - 14-დან 22 სექტემბრამდე.

ვლადიმირ ვაისმა გუნდი სექტემბრის მატჩებისთვის უნდა მოამზადოს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში პირველი ორი მატჩის გამართვა უწევს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა C დივიზონის მე-2 ჯგუფში 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან უნდა ითამაშოს, 8 სეტქმებერს კი შინ ჩრდილოეთ მაკედონია უნდა მიიღოს.

კომენტარები

ბოლო ამბები