Thumbnail

NBA | ბოსტონთან 0:4-ის შემდეგ - ფილადელფიამ ბრაუნი გაუშვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფილადელფიამ პლეი ოფში მარცხის შემდეგ მწვრთნელი გაათავისუფლა
  • სიქსერსში ბრეტ ბრაუნი, შესაძლოა, ჯეისონ კიდმა შეცვალოს

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოსტონ სელტიკსთან უშანსოდ წაგების (0:4 სერიაში) შემდეგ, ფილადელფია სიქსერსის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრეტ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფილამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

59 წლის ბრაუნი სიქსერსს 2013 წლიდან წვრთნიდა. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ელტონ ბრენდმა მას ოფიციალურ განცხადებაში მადლობა გადაუხადა: “ბრეტს, როგორც მწვრთნელს და ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვიცი, რაც გააკეთა ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად ქალაქ ფილადელფიისთვის. სამწუხაროდ, წელს მიზანს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი და სწორი გადაწყვეტილება ახლა მიმართულების შეცვლაა.”

ფილა ბოსტონთან სერიაში 0:4 დამარცხდა

ბრეტ ბრაუნის შემცვლელის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ფილადელფიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვებთან ერთად ჯეისონ კიდი და ტაირონ ლიუ განიხილებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები