Thumbnail

ოლიმპიადის წინ მწვრთნელმა გამაუპატიურა | ჩემპიონის აღიარება 

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენის თამაშების ტრიუმფატორმა ოლგა კორბუტმა ყოფილ მწვრთნელს ძველი ცოდვები გაუხსენა.
  • ბელორუსი ტანმოვარჯიშის თქმით, 17 წლისა მწვრთნელის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა სპორტულ ტანვარჯიშში ოლგა კორბუტმა დიდი ხნის შემდეგ გამოაცხადა, რომ 17 წლის ასაკში მწვრთნელმა რენალდ კნიშმა გააუპატიურა. 62 წელს მიღწეული ყოფილი საბჭოთა სპორტსმენის თქმით, ინციდენტი 1972 წლის მიუნხენის თამაშების წინ მოხდა. 

"ეს არის სიმართლე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ. ამ ყველაფერს ვმალავდი, რადგან მრცხვენოდა. ეს მინსკში, სასტუმრო "იუბილეინაიაში" მოხდა - ზუსტად ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ", - მოყვა სპორტული ტანვარჯიშის ბელორუსმა ლეგენდამ ერთ-ერთ სატელევიო გადაცემაში.

კორბუტი იმედოვნებს, რომ მისი აღიარების შემდეგ 87 წელს მიღწეული კნიში მომხდარის გამო პასუხს დიდი ხნის შემდეგ მაინც აგებს.

"როგორც მწვრთნელს, პატივს გცემთ, მაგრამ როგორც ადამიანი, მაპატიეთ, მაგრამ, ჩემთვის არარაობა ხართ", - ასე მიმართა სახალხოდ ოლგამ ყოფილ მწვრთნელს. 

თავის მხრივ, კნიში გადაცემაში ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო და ოლგა სიცრუეში დაადანაშაულა. 

ოლგა კორბუტი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ტანმოვარჯიშეა - მის ანგარიშზე 6 ოლიმპიური მედალია - 4 ოქრო და 2 ვერცხლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პრობლემების გამო, ოლგამ შარშან ოლიმპიური ჯილდოები აუქციონზე 183 ათას დოლარად გაყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები